ქობულეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდაა - ინფიცირების წყარო უცნობია
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
დღეს, 19 აგვისტოს, აჭარაში კორონავირუსისიორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ერთ-ერთი ინფიცირებული ქობულეთის მკვიდრია. ჯერ-ჯერობით უცნობია უკავშირდება თუ არა შემთხვევა კაფე ''ჰავანას''. სპეციალისტები წყაროს დასადგენად მუშაობენ.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, მასტან კონტაქტში მყოფი 23 პირი იზოლაციაში გადავიდა.ნონა ეფაძისთქმით,40 პირს აუღეს ანალიზები, შედეგები კი ხვალ გახდება ცნობილი.
მეორე ინფიცირებული კი საკარანტინო სივრციდანაა. მას უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მოქალაქეს ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა და ტესტირება ჩაუტარდა.
ორივე მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს.დღეის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 27 ინფიცირებული იმყოფება.