დედოფალ ელისაბედს ძაღლი მოუკვდა

Tbilisi Daily

დედოფალ ელისაბედ მეორეს დორგის ჯიშის ძაღლი, სახელად ვულკანი მოუკვდა. ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი TMZ იუწყება. ძაღლი დედოფლის ერთ-ერთი უკანასკნელი შინაური ცხოველი იყო. მას მხოლოდ ერთი ძაღლი დარჩა, სახელად ქენდი. ვულკანი ვინდსორის ციხესიმაგრეში დაიღუპა. 2018 წელს დედოფლის უსაყვარლესი ძაღლი პემბროკი გარდაიცვალა. იმავე წელს, ელისაბედ II-მ მისი ბოლო პემბროკი, სახელად ვილოუ დააძინა.