ნურსულთან ნაზარბაევმა კორონავირუსი დაამარცხა

Tbilisi Daily

ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ Informburo იუწყება. „ექიმების ძალისხმევისა და მათი რეკომენდაციების დაცვის წყალობით ვირუსი დავამარცხე, თავს კარგად ვგრძნობ და სრულფასოვან მუშაობას ვუბრუნდები. ჩემს ხალხთან ერთად გადავიტანე ყველა ის სირთულე, რომელიც ამ ვირუსს ახლავს. მინდა ვუსურვო ყველა ინფიცირებულს მოთმინება, სიმამაცე და სწრაფად გამოჯანმრთელება“, - აღნიშნა ნურსულთან ნაზარბაევმა. კოვიდ 19 ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს 18 ივნისს დაუდასტურდა.