ბათუმის მე-5 საჯარო სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა

Batumi Daily

ბათუმის მე-5 საჯარო სკოლაში 12 პირი კორონავირუსით დაინფიცირდა. აქედან 7 მასწავლებელი, 1 ფსიქოლოგი და 4 დამლაგებელია. გავრცელებული ინფორმაციით, ფსიქოლოგი ბინაზე მკურნალობს და ექიმების დაკვირვების ქვეშაა, დანარჩენი ინფიცირებულები კი კლინიკებში არიან მოთავსებულნი. შეგახსენებთ, რომ დღეს აჭარაში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #კოვიდვითარებააჭარაში #ახალიამბებიაჭარაში