პუტინის რეიტინგი კატასტროფულად დაეცა
Tbilisi Daily
რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგი ბოლო ოცი წლის მანძილზე ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაეცა.
ვლადიმერ პუტინის მოწონების რეიტინგი აპრილში 59 %-მდე შემცირდა, რაც წინა თვესთან შედარებით 4 %-ით ნაკლები, ბოლო ოცი წლის განმავლობაში კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, - ინფორმაციას „როიტერსი“ „ლევადა-ცენტრის” მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, პუტინის მოწონების რეიტინგის დაბალი მაჩვენებელი, შესაძლოა, გამოკითხვის მეთოდის ცვლილებამაც განაპირობა, რომელიც ამჯერად ტელეფონის საშუალებით ჩატარდა.
ცენტრის დირექტორის მოადგილის, დენის ვოლკოვის განცხადებით, ცდომილება 1-2 %-ზე მეტი არ იქნება. მისივე თქმით, ამ ცდომილების გათვალისწინებით, პუტინის რეიტინგი 61%-ს არ ცდება, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
#რუსეთი#პრეზიდენტი#პუტინი#რეიტინგი##Dailynews#DailyNews