ბათუმში, 12 წლის მოზარდი კორონავირუსით გარდაიცვალა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ბათუმში, კორონავირუსით 12 წლის მოზარდიგარდაიცვალა. ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ადასტურებს.
'ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა მედიასაშუალებებით იმდენი იდენტიფიცირებადი ინფორმაცია არის ამ განცხადებაში, რომ ამაზე საუბარი ეთიკურად არ მიმაჩნია სწორად. ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის ამ შემთხვევას, საყურადღებო შემთხვევაა და შესაფერის რეაგირებას გააკეთებს, როგორც იმ კლინიკასთან მიმართებაში, ვისთანაც იმართებოდა ეს შემთხვევა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილი, შემთხვევის მართვა იყო სრულიად ადეკვატური, იმ მონაცემების საფუძველზე, რაც აქამდე გვქონდა. დანარჩენ სხვა ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს', - განაცხადა თამარ გაბუნიამ რუსთავი 2-ის ეთერში.