რუსთავი 2-ის პროცესს გავაგრძელებ, ამას ხელახლა მივყვები - ოქრუაშვილი
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143654
რუსთავი 2-ის პროცესს გავაგრძელებ, ამას ხელახლა მივყვები - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა “ფორმულას” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკის ფორმულა” მისი თქმით, სასამართლო პროცესი აუცილებლად გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაიბრუნეს ტელევიზიას.
"მთავარი იყო ივანიშვილის ხასიათი. მას მოსწონს სრულფასოვნად მორჩილი ადამიანები. ვერ ეგუება დამოუკიდებელი აზრის მქონე ადამიანებს. [...] რუსთავი 2-ის პროცესს გავაგრძელებ, ამას ხელახლა მივყვები. საქმე განახლებადია და განახლებულიცაა. ამ პროცესის მთავარი გახსნა არჩევნების შემდეგ, ხელისუფლების ცვლილების შედეგად მოხდება. თუ ოდესმე მოხდა და ხელისუფლება მე დავიბრუნე, ვაპირებ მაქსიმალურად სწრაფად მოვიშორო, ოღონდ მოშორება არ ნიშნავს, რომ ვინმეს მივყიდი. გავაჩუქებ გარკვეული ადამიანების წრეზე. მაშინ იყო პერსპექტივა, რომ კოლექტივისთვის მიმეცა, ხვალაც გამოჩნდება ასეთი ხალხი." - განაცხადა ოქრუაშვილმა.