პოლიციამ დაპირისპირების დროს ჯეჯლალ ქიქავა და კიდევ ორი მოქალაქე დააკავა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ბათუმის აქციაზე დაპირისპირების დროს სამი პირი დააკავეს, მათ შორის ჯელალქიქავა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსისმოადგილის განცხადებით, ისინი პოლიციის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის გამო აიყვანეს. დაპირისპირების დროს დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფოდახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ''ნაციონალური მოძრაობის'' წარმომადგენლების განცხადებით, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება აჭარის მთავრობის შენობაზე სტიკერების გაკვრის გამო დაიწყო. ადგილზე ამ დრომდე ხმაური და დაპირისპირებაა.