კორონავირუსის ახალი შემთხვევა აჭარაში არ გამოვლენილა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
6 ინფიცირებული და 8 გამოჯანმრთელებული ასეთია დღეს კოვიდ 19-ის სტატისტიკა საქართველოში.ამირან გამყრელიძის ინფორმაციით - 6 ახალი შემთხვევიდან 1 გაჩიანის კლასტერს უკავშირდება, 1 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 3 იმპორტირებული, ერთზე კი ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 177 შემთხვევა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 955-ს შეადგენს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი ბრალდებულ პირს ე.წ ცხელების კლინიკაში დაუდასტურდა. ინფორმაციას სპეციალური პენიცენციური სამსახური ავრცელებს.ინფიცირებული პენიტენციურ სისტემაში არ მოხვედრილა და პენიტენციურ სისტემასთან არანაირი შეხება არ ჰქონია,ამასთან უწყების ინფორმაციით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.რაც შეეხება აჭარას, დღეს ინფიცირების შემთხვევა არ დადასტურებულა, კლინიკა დატოვა გუშინ გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა შესაბამისად რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას 16 მოქალაქე აგრძელებს.