თამარ კეკენაძე - დღეს რუსთაველზე მოსვლით ვიცავთ ერთმანეთის მომავალს

Tbilisi Daily

პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატები" საერთო ოპოზიციურ პროტესტს უერთდება, რომელიც დღეს, 15.00 საათზე რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის, თამარ კეკენაძის განცხადებით, დღეს რუსთაველზე მოსვლით, ჩვენ ყველანი ერთმანეთის მომავალს ვიცავთ. „თავისუფალი დემოკრატები“ არ ვაპირებთ შევეგუოთ თამაშის იმ წესებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შემოგვთაზა. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა დაინიშნოს ახალი არჩევნები და ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება გამოხატონ საკუთარი ნება.