აშშ-ის სენატმა უზენაესი სასამართლოს წევრად დაამტკიცა ეიმი კონი ბარეტი
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
აშშ-ის სენატმა, სადაც უმრავლესობას რესპუბლიკელები ფლობენ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი ეიმი კონი ბარეტი.
48 წლის ბარეტის არჩევამ კიდევ უფრო განამტკიცა აშშ-ის ისტორიაში უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ ყველაზე კონსერვატიული შემადგენლობა. თანაფარდობა კონსერვატორთა სასარგებლოდ გაიზარდა(6-3).
იდეოლოგიური ბალანსი აშშ-ის უზენაეს სასამართლოში, სადაც 9 სამუდამოდ არჩეული მოსამართლეა, გადამწყვეტ როლს ასრულებს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღებისას.
სენატის უმრავლესობის მხარდაჭერის შემდეგ, ეიმი კონი ბარეტმა თეთრი სახლის ეზოში დადო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ფიცი.
უზენაესი სასამართლოს ახალი წევრის არჩევა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც 2020 წლის სექტემბერში გარდაიცვალა ლიბერალური შეხედულებებით ცნობილი მოსამართლე რუთ გინზბურგი.
დემოკრატები ამაოდ ცცდილობდნენ იმის დამტკიცებას, რომ უზენაესი სასამართლოს ახალი წევრი 3 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვებულმა პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30914592.html
#ახალი_ამბები
#twitter