ჯანმო: ჯანდაცვის სისტემები კოლაფსის წერტილს მიუახლოვდნენ

Tbilisi Daily

WHO-ს ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპასა და ამერიკაში ჯანდაცვის სისტემები კოლაფსის წერტილს მიუახლოვდნენ. „ახლა თვითკმაყოფილების დრო არ არის. სანამ ჩვენ კორონავირუსის ვაქცინაზე იმედისმომცემ სიახლეებს ვიღებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, ჯანდაცვის სისტემები კოლაფსის წერტილს მიუახლოვდნენ. ეს განსაკუთრებით ევროპასა და ამერიკის რეგიონს ეხება. უაღრესად შეშფოთებულნი ვართ რიგ ქვეყნებში კორონავირუსის ახალი შემთხვევების აფეთქების გამო“, – აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ფარმაკოლოგიური კომპანია Moderna-ს ვაქცინა თითქმის 95%-ის შემთხვევაში ეფექტიანია. მანამდე, ერთი კვირის წინ პირველადი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ფარმაკოლოგიური კომპანიების Pfizer და BioNTech ექსპერიმენტული ვაქცინა ეფექტიანობას 90%-მდე შემთხვევებში აღწევს.