ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს დივნიდან ადგომა და აფხაზეთში ჩასვლა შესთავაზეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩიუსს აფხაზეთში იწვევს და მისი "დამოუკიდებლობის" აღიარებას სთავაზობს.
კოვე ტვიტერზე გამოეხმაურა მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების განთავსების კონტექსტში ლინას ლინკევიჩიუსის შეფასებას, რომ საქართველოში აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“, უკრაინაში ყირიმი და მოლდოვაში დნესტრისპირეთი არიან იმის მაგალითები, თუ როგორი „სტაბილურობა“ მოაქვთ რუსეთის სამშვიდობო ძალებს.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული ამ კომენტარის საპასუხოდ, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი წერს, რომ ბატონ ლინკევიჩიუსს იწვევებ აფხაზეთში, რათა სიტუაცია რეალურად შეაფასოს და დივანზე მჯდომმა არ იმსჯელოს. დაურ კოვეს თანახმად, რუსი მშვიდობისდამცველების წყალობით ხერხდება რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება. დე ფაქტო მინისტრი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართავს, რომ შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30968050.html
#ახალი_ამბები
#twitter