კამერუნში, სკოლაზე თავდასხმას ბავშვები ემსხვერპლნენ

Tbilisi Daily

კამერუნში, სკოლაზე თავდასხმისას 5 ბავშვი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. თავდასხმა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთი მდებარე რეგიონში, ქალაქ ქუმბაში მოხდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბრიტანულ სააგენტოს განუცხადეს, რომ რეგიონში ამბოხებული, სპერატისტული ჯგუფები მოქმედებენ. სხვა დეტალები მედიაში ჯერ არ გავრცელებულა.