ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში სპეციალური კარავს აწყობენ კორონავირუსზე ტესტირებისთვის

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბოლო 24 საათში ქუთაისში კორონავირუსის 20-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში სპეციალური კარავს აწყობენ, სადაც 11 სექტემბრიდან მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტირებას უსასყიდლოდ ჩაუტარებენ. კარვის დადგმა ქალაქში მას შემდეგ გადაწყდა, რაც ერთ დღეში COVID - 19-ით ინფიცირების 20 მეტი შემთხვევა დადასტურდა. ქუთაისის მერიას დაქვემდებარებული ააიპ „სპეციალური სერვისების“ თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტი მას შემდეგ ჩაუტარდათ, რაც ერთ-ერთ თანამშრომელ მამაკაცს კორონავირუსი დაუდგინდა, ის კლინიკაში მკურნალობს. „სპეციალური სერვისების“ თანაშრომლები კი თვითიზოლაციაში არიან.   ტესტირება ჩაუტარეს სარესტორნო ქსელის „დანკინ დონატსის“ თანაშრომლებსაც. ქსელის ერთ-ერთ ობიექტ „ვენდისში“ თანამშრომელ ქალს COVID - 19 დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის  ინფორმაციით, ამ დროისთვის ობიექტი დაკეტილია, თანამშრომლები კი თვითიზოლაციაში არიან. „ვენდისში“ თანამშრომლის ინფიცირება, შესაძლოა, #32-ე საჯარო სკოლის თანამშრომლებს უკავშირდებოდეს, რომლებიც რესტორანში იყვნენ. ქუთაისის # 32-ე  საჯარო სკოლაში 21 მასწავლებლებს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, მათ შორის, სკოლის დირექტორს და მის მოადგილეს. პედაგოგების მასობრივი ტესტირება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სკოლის საქმეთა მმართველს კორონავირუსი 9 სექტემბერს დაუდასტურდა.  სკოლის თანამშრომლებს ჩაუტარეს ტესტირება და თანამშრომლებს იზოლაციის რეკომენდაცია მისცეს. 45 აღებული ნიმუშიდან 21 დადებითი პასუხი იყო. ადმინისტრაციის თანამშრომელ ქალთან ერთად ვირუსი 9 სექტემბერს დაუდასტურდა მასთან თბილისიდან სტუმრად მყოფ შვილსა და არასრულწლოვან შვილიშვილს. 32-ე სკოლის პედაგოგები სამკურნალოდ რუხის კლინიკაში გადაჰყავთ. რადგან ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო 18 პაციენტზე გათვლილი და პაციენტებს ვეღარ იღებს. https://www.radiotavisupleba.ge/a/30832223.html #ახალი_ამბები #twitter