რომელი მუზეუმი რემონტდება გორში?
Gori Daily
გორის მუნიციპალიტეტში მდებარე სამ მუზეუმში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
"ჩვენს დაქვემდებარებაში არსებული მუზეუმები ამ დრომდე დაკეტილია, თუმცა 3 მათგანში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ დაველოდებით მუზეუმების გახსნის ნებართვას"- გელა კაპანაძე
კაპანაძის თქმით, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმსა და ალექსანდრე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში.
ინფორმაციისთვის, 20 ივნისიდან ქვეყნის მასშტაბით მუზეუმებმა მუშაობა განაახლეს. მათ შორის უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალმა და სტალინის სახლ-მუზეუმმა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
წყარო - radiomosaic.ge
#საინტერესო
#სიახლე
#goridaily
#ახალიამბები