საქართველოს პრეზიდენტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წარუდგინ
Tbilisi Daily
საქართველოს პრეზიდენტს უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს შეხვდა. პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული საკონსულტაციო შეხვედრის მთავარი თემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევა იყო.
„საქართველოს პრეზიდენტი აჭარის საკანონმდებლო ორგანოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში, წარუდგენს", - ნათქვამია ინფორმაციაში.