ცხინვალში კორონავირუსით პირველი პაციენტი, 88 წლის ქალი გარდაიცვალა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მკვეთრი მატება აღინიშნება. ამის შესახებ სააგენტო „რეს“-ს დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ განუცხადა. მისი თქმით, 170 ჩატარებული ტესტიდან დადებითი შედეგი 57 შემთხვევაში გამოვლინდა.
„ბოლო კვირის განმავლობაში რესპუბლიკაში დაავადებულთა რიცხვის მატება შეინიშნება. მარტო ერთი დღ-ღამის განმავლობაში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირისის 57 შემთხვევა. სამწუხაროდ დაფიქსირდა ინფიცირებულის გარდაცვალების პირველი შემთხვევა. გარდაიცვალა 88 წლის ქალი, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა“, - აღნიშნა მარინა კოჩიევამ გამოცემა „რეს“-თან საუბარში.
დღეს ცნობილი გახდა ასევე, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს. მისი პრესმდივნის თანახმად, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და ე.წ. პრეზიდენტი თავის მოვალეობებს დისტანციურად ასრულებს.
რუსეთის დე ფაქტო საზღვარზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ (15 სექტემბერი) ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით 194 ადამიანი დაინფიცირდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30898130.html
#ახალი_ამბები
#twitter