საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ეროვნული გუნდი ანგარიშით 23-6 დაამარცხა. მატჩი რუსეთის ქალაქ კალინინგრადში გაიმართა ,სადაც პირველი ნახევარი 'ბორჯღალოსნებმა' ტაბუცაძის და აბჟანდაძის ლელოების შემდეგ 16-3 მოიგეს. მეორე ტაიმში კი ქართველებმა კიდევ ერთი ლელო დადეს. ლელოს ავტორი ნინიაშვილი გახდა.
მეორე ნახევარი საქართველომ 3-7 მოიგო და საბოლოო ანგარიშით 23-6 გაიმარჯვა. 3 ტურის შემდეგ 'ბორჯღალოსნებს' 14 ქულა აქვს და გათამაშების ლიდერები არიან. შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 28 მარტს საკუთარ მოედანზე რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩზე დასაწრება გულშემატკივრებსაც შეეძლებათ.