რა ხდება იმერეთის საკარანტინე ზონებში დღეს?

Kutaisi Daily

ვირუსის შიდა გავრცელების ფონზე ქვეყანაში ყოველდღიურად იზრდება ინფიცირებულთა და კარანტინში მოთავსებულთა რაოდენობა. kutaisi daily დღევანდელი მდგომარეობით დაინტერესდა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსს გოჩა გიორგიძეს ესაუბრა. მისი თქმით, ამ დრომდე იმერეთში შიდა გავრცელება არ დაფიქსირებულა. "იმერეთში 4 საკარანტინე ზონაა და სულ კარანტინში დაახლოებით, 425 ადამიანი იმყოფება. ასევე, თვითიოზოლაციაშია 303 ადამიანი. იმერეთში 106 ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა და მათგან მხოლოდ 1 იყო დადებითი, რომელიც ბარსელონადან ჩამოსულ ემიგრანტს დაუფიქსირდა. ეს არაა შიდა გავრცელება. კარანტინში გადაყვანა მისი ჩამოსვლისთანავე განხორციელდა", - ამბობს გიორგიძე. #ქუთაისი #ეპიდემია #კორონავირუსი #კარანტინი #kutaisidaily