აშშ-ში  ერთ დღეში კორონავირუსით 1 019 ადამიანი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 1 019 ადამიანი გარდაიცვალა. „გარდიანის“ ცნობით, ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა ყოველდღიური მაჩვენებელი ქვეყანაში უკვე მეოთხე დღეა, ათასს აჭარბებს. საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე აშშ-ში „კოვიდ-19“-ით 145 352 პაციენტი დაიღუპა. აშშ-ში მაისიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების უმრავლესობა შემსუბუქდა. ამას მოჰყვა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა, ხოლო ივლისში მნიშვნელოვნად გაიზარდა მსხვერპლთა რიცხვი. ამჟამად, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა ოთხ მილიონს აჭარბებს. ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსის 68 000 ახალი შემთხვევა.