კიმ კარდაშიანი აზერბაიჯანს თავდასხმასა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

Tbilisi Daily

სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბაა და მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში უკვე მე­ო­რე დღეა სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ტვი­ტე­რის“ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ეროვ­ნე­ბით სო­მე­ხი ვარ­სკვლა­ვი, კიმ კარ­და­ში­ა­ნი და კონ­ფლიქ­ტის მო­საგ­ვა­რებ­ლად დიპ­ლო­მა­ტი­ის როლ­ზე სა­უბ­რობს. "სომ­ხე­თი აზარ­ბა­ი­ჯა­ნის მხრი­დან თავ­დას­ხმის მსხვერ­პლი გახ­და და ამას თან ახ­ლავს დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნია. აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ბლო­კავს სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ას გარ­და იმი­სა, რო­მე­ლიც ომის პრო­პა­გან­დას ეწე­ვა. ჩვენ გვჭირ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კუ­რი და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ზო­მე­ბი ტრა­გე­დი­ის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად“, - წერს კარ­და­ში­ა­ნი. ცნო­ბის­თვის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დღე­ი­დან სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ამოქ­მედ­და. შე­სა­ბა­მის ბრძა­ნე­ბას ხელი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა მო­ა­წე­რა. გუ­შინ სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­მო­ი­ღო სომ­ხე­თის მთავ­რო­ბა­მაც და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­ა­ცხა­და.