გორში მამაკაცმა პოლიციელებს აგინა
Gori Daily
გორში მამაკაცი ხმამაღლა გინების და პოლიციელთა შეურაცხყოფის გამო დაჯარიმდა.
გორის რაიონულ სასამართლოში განიხილეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი, რომელიც შეეხებოდა მამაკაცის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას.
"ნასვამი მ.ც. ხმამაღლა იგინებოდა უცენზურო სიტყვებით, რითაც დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი; მან პოლიციის თანამშრომლებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა", - ირკვევა საქმის მასალებიდან.
მ.ც.-მ აღიარა მის მიერ ჩადენილი დარღვევა. სასამართლომ განმარტა, რომ პოლიციელის პატივის და ღირსების შელახვის უფლება არავის აქვს.
"არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელისთვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა", - განაცხადა მოსამართლემ.
საბოლოოდ, მ.ც. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#სამართალი
#პოლიცია
#კანონი
#goridaily
წყარო: რადიო მოზაიკა