ორჯერ არშემდგარი მოლაპარაკება და დიალოგის პერსპექტივა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

შვიდ საათიანი უწყვეტი მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულებაში ამჯერადაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან ურთიერთბრალდებები ისმის. მედიატორის მიერ წარდგენილი შეთანხმების პროექტი ვადამდელი არჩევნების საკითხს არ მოიცავდა, რაც ოპოზიცისიის განცხადებით, მათთვის არ იყო მისაღები.ხელისუფლება ირწმუნება, რომ ევროკავშირის მიერ შეთავაზებული წინადადებიდან უმრავლესობას „ქართული ოცნება' ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშეც მიიღებს.