პირველად საქართველოს ისტორიაში, აშშ-ს კონგრესი საქართველოს ესაუბრება, სანქციების ენით - ბარამიძე
Pirveliradio Ge
პირველად საქართველოს ისტორიაში, აშშ-ს კონგრესი საქართველოს ესაუბრება, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის გამო, სანქციების ენით - ამის შესახებ განცხადება, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ბარამიძე გააკეთა.
"სამწუხაროა, რომ საქართველოს ჰყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ასეთ უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ჩვენს ქვეყანას. პირველად საქართველოს ისტორიაში, აშშ-ს კონგრესი საკანონმდებლო დონეზე საქართველოს ესაუბრება, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის გამო, სანქციების ენით," - ამბობს გიორგი ბარამიძე.