თურქეთში, ანტალიის პროვინციაში 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

Tbilisi Daily

თურქეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ანტალიის პროვინციაში 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ კანდილის ობსერვატორიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ობსერვატორიის ინფორმაციით, მიწისძვრა მიწისქვეშ 93.3 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. თურქული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრა ანტალიაში და მის მიმდებარე პროვინციებში იგრძნობოდა. მსხვერპლისა და ზიანის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.