კოსოვოსა და სერბეთის ლიდერები განსხვავებულად აფასებენ თეთრ სახლში მოლაპარაკების პირველი დღის შედეგს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ავდულა ჰოტიმ განაცხადა, რომ სერბეთსა და კოსოვოს შორის შეთანხმების მიღწევის მიმართულებით 3 სექტემბერს „ერთი დიდი ნაბიჯი“ გადაიდგა თეთრ სახლში ალექსანდარ ვუჩიჩსა და მას შორის გამართული შეხვედრის დროს.
ბალკანეთის ორი ქვეყნის ლიდერს შორის 3-4 სექტემბერს გამართული მოლაპარაკებების მთავარი თემაა სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები.
მაგრამ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე მწვავე კამათი გამოიწივა, ბელგრადის მიერ მისი ყოფილი ტერიტორიის დამოუკიდებლობის საღიარების საკითხმა, რაც გაუგებარს ხდის, თუ რითი დასრულდება მოლაპარაკების მეორე დღე.
სერბეთის პრეზიდენტმა გაილაშქრა მოლაპრაკების დროს შემოთავაზებული იმ დოკუმენტის მიმართ, რომელიც შეიცავდა „კოსოვოს აღიარების მუხლს“.
„ჩვენ ვთვლით, რომ ეს არ უნდა იყოს ეკონომიკური ნორმალიზების შესახებ დოკუმენტში, რასაც ჩვენ ვერ დავეთანხმებით. ტრამპის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გულწფრელად მოსმინეს ჩვენ მოსაზრება და მჯერა, რომ სხვა დოკუმენტებში ეს მუხლი აღარ იქნება შეტანილი“, - განაცხადა ვუჩიჩმა.
კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა კი განაცხადა, რომ კოსოვოს მიზანს წარმოადგენს „ორმხრივი აღიარება“ და დასძინა, რომ „თეთრ სახლში არასოდეს მომზადებულა და არც მომავალში მომზადდება ისეთი დოკუმენტი, რომელიც მიუღებელი და საზიანო იქნება კოსოვოსთვის.“
ბალკანეთის ორი ქვეყნის ლიდერს შორის 3-4 სექტემბერს გამართული მოლაპარაკებების მთავრი თემა იქნება სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30820595.html
#ახალი_ამბები
#twitter