მოსკოვში Covid-19-ის მქონე პაციენტთა გარდაცვალების 60% ოფიციალურ სტატისტიკაში არ აისახება

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143435 მოსკოვის ჯანდაცვის უწყებამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ქალაქში კორონავირუსის მქონე პაციენტთა გარდაცვალების შემთხვევების 60% ოფიციალურ სტატისტიკაში არ აისახება. დედაქალაქის ჯანდაცვის უწყება განმარტავს, რომ შემთხვევების 60%-ში პაციენტის სიკვდილი სხვა დაავადებამ გამოიწვია და ამიტომ მათ კორონავირუსით გარდაცვლილებს არ მიაკუთვნებენ. "გარდაცვალების შემთხვევების 60% აშკარად სხვა მიზეზებითაა გამოწვეული, როგორიცაა სისხლძარღვების დაავადებები, ლეიკემია, სისტემური დაავადებები, რომლებიც ორგანოების ფუნქციის მოშლას უკავშირდება და სხვა უკურნებელი დაავადებები", - ნათქვამია განცხადებაში. ოფიციალური მონაცემებით რუსეთში კორონავირუსი სულ 252 245 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო 24 საათში გამოვლინდა ინფიცირების 9 974 ახალი შემთხვევა. ოფიციალური მონაცემებით კორონავირუსით 2 305 ადამიანი დაიღუპა, გამოჯანმრთელდა 53 530.