დარჩება თუ არა აფხაზეთი ელექტროენერგიის გარეშე?
Sokhumi Daily
აჭგუარას საჰაერო ხაზზე შემთხვევა ხუთშაბათს, 12 ნოემბერს, საღამოს მოხდა, რის შედეგადაც თითქმის მთელი აფხაზეთის ტერიტორია ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. შემთხვევის შემდეგ, ოკუპირებულმა აფხაზეთმა დენის წყაროს ნაკადი რუსეთს მოსთხოვა.
"ჩერნომორენერგოს" თანახმად, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად 5-9% -ით იზრდება, არსებული სიმძლავრე კი, არ არის საკმარისი თუნდაც მიმდინარე მოხმარებისთვის.
მოსკოვში აფხაზეთის ენერგომომარაგების სამუშაო შეხვედრაზე, აფხაზურმა მხარემ ორი ძირითადი ამოცანა დასვა, პირველი, რომ რუსეთმა უზრუნველყოს დე ფაქტო რესპუბლიკაში ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურების გათიშვის დროს და მეორე, მთლიანად ენერგოსისტემის ტექნიკური აუდიტის შედეგების განხილვა.
რუსეთში აფხაზეთის საკითხებზე პასუხისმგებელმა პირმა, ქრისტინა ოზგანმა აღნიშნა, რომ "აფხაზეთი შეძლებს ენერგეტიკული კრიზისის გადარჩენას, მაგრამ წინ "დიდი და რთული სამუშაოა. ენერგეტიკულ ინდუსტრიას სერიოზული ინვესტიციები სჭირდება. ეს ქვეყნის სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხია, ამიტომ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ამის მოგვარებას" - დასძინა მან.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
##SokhumiDaily
##Sokhumi
##სოხუმი
##აფხაზეთი
##ახალიამბები
##აფხაზეთისაქართველოა