ჯანდაცვის სფეროს ბრიტანელი სპეციალისტები: ბავშვებისათვის სკოლის გაცდენა უფრო დიდი საშიშროებაა, ვიდრე კოვიდ-19

Headline

დიდი ბრიტანეთში ექიმები აცხადებენ, რომ სექტემბრიდან ბავშვები აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ სკოლებს. მათი თქმით, განათლებასთან დაკავშირებული რისკები მათ უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნის, ვიდრე თავად კოვიდ-19. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ბავშვების სკოლაში დაბრუნება ეროვნულ პრიორიტეტს წარმოადგენს. ბოლოდროინდელი დაკვირვებები აჩვენებს, რომ ბავშვებისათვის პანდემიის სიტუაციაში ცხოვრებამ ძალიან დიდი ზიანი მოიტანა. ეს შეიძლება ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზეც კი აისახებოდეს. ამასთანავე აღანიშნავია ისიც, რომ ბავშვებსა და მოზარდებს კორონავირუსი მსუბუქ ფორმებში გადააქვთ. გარდაცვალების რისკი კი აქ ძალიან დაბალია, უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას ეს მხოლოდ გამონაკლის შეთხვევებში ხდება. მაგალითისათვის, 0-9 წლამდე ბავშვებში ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 0.1%-ს დასჭირდა, ხოლო 10-19 წლამდე კი 0.3%-ს. ბორის ჯონსონის განცახდებით, სექტემბერში სკოლების გახსნა სოციალური, ეკონომიკური და მორალური მნიშვნელობისაა. მისი თქმით, ისინი შეძლებენ სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნას, მიუხედავად კოვიდ-19-ისაგან გამოწვეული პანდემიისა. წყარო: Reuters #headline #coronavirus #UK #კორონავირუსი