ლენტეხში სტიქიამ ათეულობით ოჯახი დანარჩენ მუნიციპალიტეტს მოწყვიტა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ლენტეხში გამთენიის 5 საათზე დაწყებული კოკისპირული წვიმის გამო 60-მდე ოჯახი, 300-მდე პირი დანარჩენ მუნიციპალიტეტს მოწყდა. დეტალებზე რადიო თავისუფლებას ლენტეხის მერი ბადრი ლიპარტელიანი ესაუბრა. მისი თქმით, სტიქია მუნიციპალიტეტში სამი მდინარის ლასკადურას, ჩოლურასა და მუხრას ადიდებას მოჰყვა. ჩაინგრა 3 ხიდი და 5 სოფელი დანარჩენ მუნიციპალიტეტს მოწყდა. "ჯერჯერობით სურსათის თემაზე მოსახლეობას არ შევუწუხებივართ. სავარაუდოდ, ეს პრობლემა არ უნდა შეგვექმნას", - უთხრა მერმა რადიო თავისუფლებას. მანვე აღნიშნა, რომ მოსახლეობას არ შეწყვეტია ელექტრო ენერგიის მიწოდება. https://www.radiotavisupleba.ge/a/30795595.html #ახალი_ამბები #twitter #რეგიონები_