გორში კეთილდღეობის და განვითარების ცენტრს დახმარება გაუწიეს
Gori Daily
"კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრს 25 ტომარა ფქვილი გადაეცა.
საჩუქარი მერიის პარტნიორ ორგანიზაციას დღეს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ პაატა ივანიშვილმა მიუტანა.
ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 25 ბავშვს ემსახურება და მათთვის კვების, ხელობის შემსწავლელი კურსებისა და სხვა სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს, რომელთა ნაწილი გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამით ხორციელდება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ცენტრის ფუნქციონირება ამ ეტაპზე შეჩერებულია. საჩუქარს ცენტრის ბენეფიციარები ოჯახებში მიიღებენ.
შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ფქვილი ბიზნესმენების გივი აბალაკისა და არჩილ მოგელაშვილის საჩუქარია.
გორის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის მათ ქველმოქმედებისთვის."- ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ Facebook გვერდზე.
#დახმარება
#გორი
#გორისმერია
#გორისმუნიციალიტეტი
#შშმსაზოგადოება
#goridaily