თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა 1 თვით გადაიდო

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

თეატრებთან და ნიკოთეატრებთან დაკავშირებული შემსუბუქების გადაწყვეტილება შეიცვალა და  კინოთეატრებისა და თეატრების გახხნა 1 ნოემბრამდე გადაიდო, ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. „ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე მათი გახსნა გადაიადო  ერთი თვით (1 ნოემბრამდე), შესაბამისად  თეატრები, კინოთეატრები და ბავშთა გასართობი ცენტრები გაიხსნება 1 ნოემბრიდან“,- განაცხადა მან. 26 აგვისტოს გადაწყვეტილებსი თანახმად იგეგმებოდან, რომ კინოთეატრები ფუნქციონირებას 15 სექტემბრიდან, ხოლო თეატრები - 1-ლი ოქტომბრიდან განაახლებდნენ.  გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 44-ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა და 1773 შეადგინა. განახლებული მონაცემებით 4-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა. ამ დროისათვის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 1325 ინფიცირებული, გარდაცვლილია 19.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30828748.html #ახალი_ამბები #twitter