რუსეთის დუმის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ღალატისთვის სამუდამო პატიმრობის შემოღებას

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

სახელმწიფო სათათბიროს სახელმწიფო მშენებლობისა და კანონმდებლობის კომიტეტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლებიც ღალატის მუხლით უვადო პატიმრობის და ტერორისტული საქმიანობისთვის უფრო მკაცრი სანქციების შემოღებას ითვალისწინებს. მეორე მოსმენით ხუთშაბათს, 13 აპრილს იგეგმება. დღემდე, ღალატის მუხლი ითვალისწინებდა 12-დან 20 წლამდე პატიმრობას სასჯელაღსრულების კოლონიაში მოხდით. საკანონმდებლო ცვლილებით ტერორისტული აქტის მუხლით განსაზღვრული მაქსიმალური სანქციის ვადა 15-დან 20 წლამდე იზრდება. ხოლო ტერორისტული ორგანიზაციაში პირის გაწევრიანების ან გადაბირებისთვის გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი ხუთის ნაცვლად 7 წლით განისაზღვრება, მაქსიმალური სასჯელისა - 15 წლით. სასჯელის ზღურბლის ზრდის შესახებ ცვლილება სასჯელის პირობით-ვადამდე გათავისუფლების წესზეც მოახდენს გავლენას. ასე მაგალითად, პატიმარს, ვისაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, მხოლოდ სამაგალითო ქცევის შემდეგ და არა უადრეს 25 წლის შემდეგ ექნება შესაძლებლობა, რომ ითხოვოს მისი პირობით-ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა. უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის დაწყების შემდეგ რუსეთში გახშირდა მოქალაქეების ღალატში დადანაშაულების შემთხვევები. ორგანიზაცია "პირველი დეპარტამენტის" იურისტის, ევგენი სმირნოვის თქმით, ახლა რუსეთი ერთ თვეში ღალატის უფრო მეტი შემთხვევა ხდება, ვიდრე ომამდე იყო მთელ წელიწადის განმავლობაში. https://www.radiotavisupleba.ge/a/32357282.html

Source: radiotavisupleba.ge