Ჯანმო: პანდემიის დასამარცხებლად მხოლოდ ვაქცინა არ კმარა
Tbilisi Daily
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის დასამარცხებლად მხოლოდ ვაქცინა საკმარისი არ იქნება.
„ვაქცინა ჩვენს ხელთ არსებულ სხვა საშუალებებს შეავსებს. ეს არ ნიშნავს, რომ იგი მათ ჩაანაცვლებს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ საწყის ეტაპზე ვაქცინის რაოდენობა შეზღუდული იქნება და პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალისა და რისკ-ჯგუფში მყოფი პირებისთვის იქნება გათვალისწინებული.
ამერიკული კომპანია Moderna აცხადებს, რომ წინასწარი კვლევებით, ახალი ვაქცინა 95%-ით ეფექტურია. კომპანიის პრეზიდენტის, სტეფან ჰოგის თქმით, მიმდინარე თვეს, სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოდგენილი ერთი და იგივე შედეგი ყველაზე დამამშვიდებელია.
გერმანული მწარმოებლის BioNTech-ისა და ამერიკული Pfizer-ის მიერ შექმნილ ვაქცინის წინასწარი ანალიზები კი აჩვენებს, რომ მას ადამიანების 90%-ით დაცვა შეუძლია.