ბაჩალიაშვილის საქმეზე დაკავებული დავით ფურცხვანიძე გათავისუფლებულია
Tbilisi Daily
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ცრუ ცვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დავით ფურცხვანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. რა საფუძვლით შეეცვალა ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება, ამ დრომდე უცნობია.
გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ეს ფაქტი დამატებით კითხვებს აჩენს.
"ეს იყო გამიზნული, რომ გადაეფარათ ბაჩალიაშვილის საქმე და მეორედ მომხდარიყო ჩემი დისკრედიტაცია. გამოძიება იძიებს იმას რასაც ყურადღება არ უნდა მიაქციონ და არ იძიებს იმას, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოს",- აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.
დავით ფურცხვანიძე 25 სექტემბერს დააკავეს.თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს იმ ადგილის სატელიტური ფოტოები მიაწოდა, სადაც გარდაცვლილი პროგრამისტი იპოვეს. მოგვიანებით პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ გავრცელებული ე.წ სატელიტის ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია, რაც შესაბამისი ექსპერტიზით დადასტურდა.