ინგლისში, სატვირთო ავტომობილში ნაპოვნი 39 ვიეტნამელის მკვლელის ვინაობა ცნობილია

Tbilisi Daily

ინგლისში, ესექსის საგრაფოში, სატვირთო ავტომობილში ნაპოვნი 39 ვიეტნამელის მკვლელის ვინაობა ცნობილია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. 40 წლის ირლანდიელი რონან ჰიუზი სასამართლოს წინაშე ცხედრების აღმოჩენიდან 10 თვის შემდეგ წარდგა. მან ასევე აღიარა მონაწილეობა შეთქმულებაში, რომლის მიზანიც ევროპაში ადამიანების უკანონი მიგრაციის ხელშეწყობა იყო. გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ბრალი ასევე სატვირთო ავტომობილის მძღოლმა, მო რობინსონმა აღიარა. კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, ირლანიელი იმონ ჰარისონი კი ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს. გასული წლის 23 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში სატვირთო მანქანის კონტეინერში​ 31 კაცისა და 8 ქალის ცხედარი იპოვეს. მანქანა ესექსის საგრაფოში ბელგიიდან ჩავიდა. მიგრანტები ვიეტნამიდან იყვნენ. პოლიციამ მანქანის მძღოლ მორის რობინსონს მკვლელობაში ბრალი წაუყენა. გამოძიებას აწარმოებს როგორც ბრიტანული ასევე ვიეტნამური მხარე. ვიეტნამში სამართალდამცველებმა 10 ადამიანი, დიდ ბრიტანეთში კი 3 ადამიანი დააკავეს.