ეპიდემიის აფეთქების ყველაზე დიდი რისკი შემდეგ ორ კვირაშია მოსალოდნელი - ტიკარაძე
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139698
თუ ყველა შემდეგ მითითებას დავიცავთ და იმ ხარისხით შევასრულებთ, რითაც მითითებულია, ჩვენ შევძლებთ, ეპიდემიური აფეთქება გაცილებით უკეთესად გადავლახოთ, ვიდრე ამას ევროპის ნებისმიერი სხვა ქვეყანა აკეთებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“ განაცხადა.
„ეპიდემიის აფეთქების ყველაზე დიდი რისკი შემდეგ ორ კვირაშია მოსალოდნელი. წინა კვირას სწორედ აქედან გამომდინარე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ საგანგებო რეჟიმი გამოგვეცხადებინა. ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს უნდა გახდეს მესიჯი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, შესრულდეს ყველა მითითება, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა. იმ შემთხვევაში, თუ ყველა შემდეგ მითითებას დავიცავთ და იმ ხარისხით შევასრულებთ, რითაც მითითებულია, ჩვენ შევძლებთ, ეპიდემიური აფეთქება გაცილებით უკეთესად გადავლახოთ, ვიდრე ამას ევროპის ნებისმიერი სხვა ქვეყანა აკეთებს. ამისთვის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, მაგრამ მხოლოდ მთავრობა ვერ გახდება თითოეული მოქალაქის ქცევაზე პასუხისმგებელი. ჩვენ მივიღეთ ყველა ზომა, რომ მოქალაქეები დავიცვათ. შესაბამისად, ჩვენი შემდგომი ნაბიჯები უკვე არის მოთხოვნითი და მითითებითი. მოქალაქეებისგან ცალსახად მოვითხოვთ, შესრულდეს ყველა მითითება, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.