პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთი ღონისძიების გადახედვის თაობაზე მიმართა

Tbilisi Daily

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიასთვის აღკვეთი ღონისძიების გადახედვის თაობაზე სასამართლოს მიმართა. სასამართლო პროცესი 17:00 საათზეა ჩანიშნული. 1-ელ ნოემბერს ნიკა მელიამ აქციაზე ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური 2019 წლის ივლისში დაუმაგრეს.