გორის სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცეს

Gori Daily

სამხედრო ჰოსპიტალს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ „ლომების კლუბმა“ (Lions Clubs) სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა. „ლომების კლუბის“ გორის ოფისის წარმომადგენელმა კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციულ ღონისძიებებში სამხედრო ჰოსპიტალის როლი ხაზგასმით აღნიშნა და სამედიცინო პერსონალს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. 12000 ლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა რესპირატორებს, ინფრაწითელ უკონტაქტო თერმომეტრებს, სადეზინფექციო და სხვადასხვა სახის პერსონალური დაცვის საშუალებებს მოიცავს. ამერიკული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ლომების კლუბი” საქართველოში 2013 წლიდან მოღვაწეობს და სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობს. #goridaily #ჰოსპიტალი