კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევიდან 207 აჭარიდანაა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 207 აჭარიდანაა. თბილისში მცირედით, 168-მდე შემცირდა ინფიცირების მაჩვენებელი. ინფიცირებულთა რიცხვი ასე გადანაწილდა: თბილისი - 168; იმერეთი - 117; შიდა ქართლი - 25; ქვემო ქართლი - 7; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 24; გურია - 8; კახეთი - 5; მცხეთა-მთიანეთი - 5; სამცხე-ჯავახეთში - 3. 569 ახალი შემთხვევის დამატებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 12 841-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში 329 ადამიანი გამოჯანმრთელდა და განკურნებულების რაოდენობა 6 867-ს გაუტოლდა.  ბოლო დღე-ღამეში გარდაცვლილი 9 პაციენტით ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 102-მდე გაიზარდა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30890346.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)