მსოფლიოს შესარჩევზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ციურიხში მსოფლიო 2022 ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები 'ბ' ჯგუფში იასპარეზებს. 'ჯვაროსნების' მეტოქეები კი იქნებიან: ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი და კოსოვო. საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის მატჩები 2021 წლის 24-25 მარტს გაიმართება. ევროპის ზონიდან მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 13 ნაკრები გავა.10 პირველოსანი ავტომატურად მოიპოვებს მუნდიალის საგზურს. მეორე ადგილოსნები პლეი-ოფში გადაინაცვლებენ, სადაც მათ აწ დასრულებული ერთა ლიგის ჯგუფების გამარჯვებულებს შორის საუკეთესო ორი შედეგის მქონე ნაკრებები შეუერთდებიან. ყატარი მუნდიალს არატრადიციულ სეზონზე 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.