ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩიეს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ ორგანიზაციის გამგეობამ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩია. 17 იანვარს გამართულ სხდომაზე, ასევე, აირჩიეს თავმჯდომარის მოადგილე - გვანცა საკანელაშვილი. საია-ს ინფორმაციით, ნიკა სიმონიშვილი 2020 წლის მარტიდან იყო მედიის სამართლებრივი დაცვის პროექტის ხელმძღვანელი. 2019 წლის ნოემბერში საერთო კრებამ აირჩია საიას გამგეობის წევრად; 2018 წლის აგვისტოდან 2020 წლის მარტამდე იყო საიას წარმომადგენელი პარლამენტში და ანალიტიკოსი ადამიანისუფლებების დაცვის პროგრამაში; 2017 წლის მაისიდან 2018 წლის აგვისტომდე ის მუშაობდა საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში წამყვან სპეციალისტად; 2015 წლის მარტიდან ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით; 2013 წლის იანვრიდან ის იყო იურიდიული დახმარების ცენტრის სტაჟიორი, ამავე წლის ოქტომბერში გახდა იურისტ-კონსულტანტი; ნიკა სიმონიშვილის არჩევამდე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სულხან სალაძე ხელმძღვანელობდა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.  https://www.radiotavisupleba.ge/a/31049804.html #ახალი_ამბები #twitter