აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა გაიზარდა
Batumi Daily
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს, 10 ოქტომბერს კორონავირუსით გარდაცვლილი 6 პაციენტიდან 4 აჭარიდანაა.
65 წლის მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 8 ოქტომბერს მოათავსეს. მისი დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: თირკმლის უკმარისობა. პაციენტი 9 ოქტომბერს გარდაიცვალა.
მეორე გარდაცვლილი 76 წლის ქალია, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში 29 სექტემბერს შეიყვანეს. დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი. თანმხმლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, გულის ათერესკლეროზული დაავადება, გულის და თირკმლის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.
კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული 80 წლის ქალი იყო. ის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოში მკურნალობდა. მისი დიაგნოზი კორონავირუსის პარალელურად იყო ორმხრივი პნევმონია და თანმხმლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, აორტის სარქველის უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზია.
მეოთხე გარდაცვლილი პაციენტი 90 წლის ქალბატონი იყო. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მისი დიაგნოზი იყო: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა. თანმხმლები დაავადებები: თავის ტვინის შუა არტერიის სინდრომი, აორტის სარქველის სინდრომი.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#კოვიდვითარებააჭარაში #ახალიამბებიაჭარაში #კორონავირუსი #აჭარა #ბათუმი