გოგი წულაიას მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია

Tbilisi Daily

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარის, გოგი წულაიას მკურნალი ექიმის განცხადებით, პოლიტიკოსის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მას ოპერაცია ჩაუტარდება. გოგი წულაია ამჟამად გადაუდებელი ინტენსიური თერაპიის ბლოკში იმყოფება. „დილით შემოიყვანეს მიოკარდიომის მწვავე ინფარქტით. ეს არის რიგით მესამე შემთხვევა. პაციენტს ორჯერ გაკეთებული აქვს ოპერაცია. იმყოფება გადაუდებელი ინტენსიური თერაპიის ბლოკში. ამჟამად მისი მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ სტაბილური, უტარდება სათანადო მკურნალობა. ჩაუტარდა კორონაროგრაფია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მას ესაჭიროება შუნტირება. შედგება კონსილიუმი და გადავწყვეტთ, როდის ჩაუტარდება“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია გულის შეტევით საავადმყოფოში 16 სექტემბერს გადაიყვანეს.