ციანიდის საქმეში ივანიშვილმა გაულაწუნა პატრიარქს,ახლა ილია მეორე ულაწუნებს ივანიშვილს - ბერძენიშვილი

Tbilisi Daily

რესპუბლიკური პარტიის” წევრმა, დავით ბერძენიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის პირობებში ღვთისმსახურებასთან, ზიარების წესთან და სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ვითარებაში ერთადერთი, ვისაც შეუძლია ილია მეორე ,,მოთოკოს”, ეს ბიძინა ივანიშვილია. „ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი ადამიანი ამ ქვეყანაში, ვისაც მისი უზარმაზარი ძალაუფლების და ფინანსური რესურსების გამო შეუძლია მოთოკოს ილია მეორე და მოთოკავს კიდეც. ანტიდისკრიმინაციული კანონი რომ მივიღეთ, მიაღებინა მის საპარლამენტო უმრავლესობასაც და საპატრიარქოს შემოტევაც გააჩერა. მას ახლაც შეუძლია იგივე. მაგრამ ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას ეს კრიტიკული ვითარება აწყობს,“ – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში. ბერძენიშვილმა ისაუბრა ციანიდის საქმეზეც და აღნიშნა, რომ რომ ამ საქმით ბიძინა ივანიშვილმა ილია მეორეს ,,გაულაწუნა”, ახლა კი პატრიარქი ამის გამო რევანშს იღებს. ,,ციანიდის საქმეში ივანიშვილმა გაულაწუნა ილია მეორეს, ახლა ილია მეორე ულაწუნებს ივანიშვილს, რომელიც საერთოდ აორთქლდა და სამარცხვინოა ეს. ერთადერთი ხელისუფალია მთელს მსოფლიოში, რომელიც დამალულია და ხალხს არ ეჩვენება. გახარიას ივანიშვილისგან ცალკე წნეხი აქვს, ილია მეორესგან ცალკე წნეხი აქვს და არის ძალიან მძიმე დღეში. უსუსურია საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობაში ერთი კაცი არ აღმოჩნდა, საჯაროდ რომ ამოიღოს ხმა,“- თქვა დავით ბერძენიშვილმა. #პატრიარქი #ივანიშვილი #ეკლესია #ციანიდისსაქმე #tbilisidaily