ჩეხეთში რესტორნები და მაღაზიები გაიხსნება

Tbilisi Daily

ჩეხეთში 3 დეკემბრიდან რესტორნები და მაღაზიები გაიხსნება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. თუმცა, გამოცემის ცნობით, სოციალური დისტანცირების, ასევე დახურულ სივრცეში ადამიანების რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვების დაცვა კვლავ სავალდებულო იქნება. შეგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩეხეთში გამოვლენილია ინფიცირების 518 649 შემთხვევა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 8 054-ს აღწევს.