ჩინელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ახალ პრეპარატზე მუშაობენ, რომელიც პანდემიას ვაქცინის გარეშე შეაჩ
Headline
ჩინელი მეცნიერები ახალ პრეპარატზე მუშაობენ, რომელიც მათი ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიას ვაქცინის გარეშე შეაჩერებს. ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, პრეპარატი უკვე გამოცადეს პეკინის უნივერსიტეტში და მან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების პერიოდი არა მხოლოდ მნიშვნელოვნად შეამცირა, არამედ ორგანიზმში იმუნიტეტიც შეინარჩუნა.
„როდესაც ინფიცირებულ თაგვებში გამანეიტრალებელი ანტისხეულები შეგვაქვს, ხუთი დღის შემდეგ ვირუსული დატვირთვა მცირდება 2.500 ფაქტორით. ეს ნიშნავს, რომ ამ პოტენციურ პრეპარატს აქვს თერაპიული ეფექტი“,-აღნიშნა პეკინის გენეტიკის მოწინავე ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორმა ფრანგულ მედიასთან საუბარში.
#კორონავირუსი
#კოვიდ19
#პანდემია
#ჰედლაინი