გუბერნატორმა მოგვცა ლოცვის გაგრძელების ნება - მუფთი ასლან ბერიძე
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ქობულეთისა და გურიის მუფთი ასლან ბერიძე აცხადებს, რომ ბუკნარში, მუსლიმთა სამლოცველოში ლოცვა არ შეწყდება. იგი ამ საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციას გაეცნო და თქვა, რომ გუბერნატორმა მათ ლოცვის გაგრძელების ნება მისცა.
'შევხვდით გუბერნატორს, მრევლი დახვდა მეჩეთში, ვილაპარაკეთ აზრები გავცვალეთ, გვინდა რომ განიმუხტოს არსებული მდგომარეობა. სოფელთან ახლოს მეჩეთი არ არის, დღეში 5-ჯერ ლოცულობს მრევლმა და უჭირთ სიარული სხვა სოფლებში. ხელს არ ვუშლით სოფლის წარმომადგენლებს, 10 კაცის მოდის 15 წუთით ლოცულობს და მიდის. რატომ არის ეს პრობლემა?'.- აცხადებს ასლან ბერიძე
მისივე თქმით, სახლის ვიზიალურად გადაკეთება არ იგეგმება. რაც შეეხება მოლაპარაკებას დაპირისპირებულ მხარესთანამბობს, რომ მოლაპარაკებები ვერ ხერხდება.