„ამან საკუთარი დაბადების დღე გადაიხადა თუ მეზობლის ?“ - რას წერს გიორგი შაქარაშვილის და

Tbilisi Daily

„ამან საკუთარი დაბადების დღე გადაიხადა თუ მეზობლის ?“ - ასე ეხმაურება გარდაცვლილი ფეხმურთელის, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის და, ანი შაქარაშვილი ფეისბუქზე ანი გაბეჩავს ინტერვიუს, რომელიც შაქარაშვილის გაუჩინარების დეტალებზე საუბრობს. ანი გაბეჩავამ, როგორც „ქრონიკა +“-ის რედაქტორი ელისო კილაძე ამბობს, მასთან საუბრისას აღნიშნა, რომ გიორგის კარგად არ იცნობდა, „შაქარაშვილს არ ვიცნობდი კარგად. სამი-ოთხჯერ მყავდა ნანახი, ჩემი მეგობრის მეგობარი იყო. არანაირი სიმპატია არ გვქონდა ერთმანეთის მიმართ. ვახო ჩიქოვანს არც კი ვიცნობ. არ ვიცი ვინ მოიყვანა, უბრალოდ, იყო ჩემი უბნელი. როცა ჩხუბი დაიწყო გარეთ, უბნებს „ნახალოვკასა“ და „საბურთალოს“ შორის მიმდინარე კონფლიქტში ჩავერთე მეც. ყველა სტუმარი გავუშვი და ჩვენ გადავწყვიტეთ ლისზე მეგობართან წასვლა“, – ამბობს ანი გაბეჩავა. მისივე თქმით, თემქაზე ბინაში ასვლის შემდეგ გაიგეს, რომ გიორგი შაქარაშვილი არ გამოჩენილა და მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ, რადგან ნომერი არ ჰქონდათ.